ჩემ შესახებ
გავლილი ტრენინგებისა და სემინარების მოწმობები
Thursday, August 8, 2013
ქართული დარბაზი
გაკვეთილის გეგმა:
სკოლის დასახელება
|
თბილისის ისანი-სამგორის 217-ე საჯარო სკოლა
|
|||
მასწავლებლებისის სახელი გვარი
|
Mპროექტის ავტორი: მზია პირველი
თანაავტორები: ქეთევან სომხიშვილი, ლალი პაპიაშვილი
|
|||
გაკვეთილის თემა
|
||||
სწავლის საფეხური
|
დაწყებითი კლასი (მე-4 კლასი)
|
|||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
22
|
|||
ინტეგრირებული საგნები
|
ქართული
ბუნებისმცოდნეობა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
|
|||
გაკვეთილის მიზანი (საგნების მიხედვით)
|
მოსწავლეები გაიგებენ, როგორი ტიპის საცხოვრებელი სახლია,,ქართული დარბაზი,’’ გამოიკვლევლევენ არის თუ არა კავშირი ნაწარმოებში გადმოცემულ მითსა და რეალობას შორის. დააკავშირებენ ტექსტში გადმოცემულ ამბავს რეალობასთან. დაათვალიერებენ ,,ქართულ დარბაზს”, რომელიც განთავსებულია გ, ჩიტაიას სახელობის ,,ეთნოგრაფიულ მუზეუმში,” მოახდიენენ შედარება -შეპირისპირებას ,,ქართულ დარბაზსა’’ და თანამედროვე საცხოვრებელ სახლებს შორის. (,,გონებრივი იერიშის” რუკის საშუალებით) გამოიკვლევენ რატომ შენდებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი სახლები.
(იხ.
კვლევა) მოიპოვებენ მზის სიმბოლო ,,ბორჯღალოს”ფოტოებს. შექმნია ნახატებს თემაზე ,,მითი და რეალობა.”
,,PowePoint”- ში წარმოადგენენ საპრეზენტაციო მასალებს.
მოსწავლეებს განუვითარდებათ: კრიტიკული აზროვნების,
შედარება-შეპირისპირების, საკვლევაძიებო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
|
|||
ერევნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი /ინდიკატორები/
|
ქართ. IV.
1. მოსწავლე განსაზღვრავს საკომუნიკაციო ამოცანას და შესაბამისად წარმართავს სამეტყველო ქცევას.
მონაწილეობს ჯგუფურ აქტიობაში ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს.
ქართ. IV.
7. მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.
განმარტავს რით არის კონკრეტული ნაწარმოები მისთვის საინტერესო.
ბუნ. IV.
12. მოსწავლე იკვლევს ადამიანის ცხოვრების ნირს სხვადასხვა საარსებო გარემოში. აგროვებს ინფორმაციას (მაგ. თემატური ილუსტრირებული წიგნებიდან) სხვადასხვა გარემოში მცხოვრებ ადამიანთა ყოფის (ჩაცმულობა, საცხოვრებელი) თავისებურებების შესახებ და წარმოადგენს მოკლე კომენტარის და ნახატების სახით. აგროვებენ მონაცემებს (მაგ. ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება) და იკვლევს საკუთარ საარსებო გარემოს ზეგავლენას ადამიანის საქმიანობაზე წარსულში და დღეს.
შედეგებს წარმოადგენს კოლაჟის სახით.
ხატვა. IV.პ.ი.ვ. აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის არსებულ კავშირებს და ასახავს ნამუშევარში. ქმნის ნამუშევარს მრავალგვარი თემატიკით. ხატავს ყოფით, ისტორიულ, ბატალურ სცენებს.
ხატვა. IV.პ.ი.4. გამოსახავს საკუთარ გრძნობებს, განწყობილებას და იდეებს ნამუშევარში ქმნის წარმოსახვით სახეებს.
ხატვა. IV.პ.ი.4. მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
დადის ექსკურსიებზე და ეცნობა კულტურულ მემკვიდრეობას.
ისტ. ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვასთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლებლის ან მშობლის დახმარებით.
|
|||
გაკვეთილის მსვლელობა (საკლასო მენეჯმენტი)
|
საკლასო ოთახში მერხები განლაგდება ოთხ ჯგუფად. დაფაზე გამოიკვრება გაკვეთილის მიზანი და თემა. გაკეთდება სტენდური
პრეზენტაცია და გამოიფინება მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები სახელწოდებით- ,,მითი და რეალობა”. (იხილე
სტენდური პრეზენტაცია)
I ფაზა-გამოწვევა(პროვოცირება)
(5 წთ)
მასწავლებელი სვამს პრობლემურ კითხვას ტექსტის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მოსწავლეები გამოყოფენ თხრობით (ნარატიული) და საინფორმაციო სახის ტექსტებს.ყურადღება გამახვილდება საინფორმაციო ტექსტებზე ,,ქართული დარბაზი
და მისი ტრადიციები” და აღნიშნულ ტექსტში განთავსებულ
ინფორმაციაზე, წინარე ცოდნის გააქტიურებისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების მიზნით. დაფაზე კეთდება ,,გონებრივი იერიშის” რუკა.
(იხ. დანართი)
II ფაზა-შინაარსის
რეალიზება (30 წუთი)
მოსწავლეები ინდივიდუალურად, ჯაჭვური თხრობით ახდენენ აღნიშნული ტექსტის
შინაარსის რიალიზებას და მასწავლებელთან ერთად ,,ფოკუსირების წრის” საშუალებით გამოყოფენ
მნიშვნელოვან ინფორმაციებს ტექსტიდან.
საგაკვეთილო პროცესში ჩაერთვება სახ. ხელოვნების მასწავლებელი, რომელიც
გაანალიზებს მოსწავლეთა წარმოდგენილ ნამუშევრებს თემაზე-,,მითი და რეალობა” დაახარისხებს
მოსწავლეთა ფანტაზიითა და რეალურად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,ქართულ დარბაზში” შექმნილ
ნახატებს.
ყურადღებას გაამახვილებს მზის სიმბოლო ,,ბორჯღალზე”. მოსწავლეთა ნამუშევრები
შედარება-შეპირისპირების მიზნით გაშუქდება პროექტორის საშუალებით.
მოსწავლეთა ჯგუფები მოახდენენ საშ. დავალებად მიცემული საკვლევაძიებო მასალების
პრეზენტაციას ,,PowerPoint”-ში პროექტორისა და კომპიუტერის გამოყენებით.
II ჯგუფი- განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი სახლები აღმოსავლეთ და დასავლეთ
საქართველოში. (პრეზენტაცია ,,PowerPoint”-ში, იხ. ბმული)
III ჯგუფი- საყოფაცხოვრებო და შრომის იარაღები ქართულ დარბაზში (T- სქემის სახით და პრეზენტაცია ,,PowerPoint”-ში, იხ. ბმულები)
III ფაზა-რეფლექსია (გააზრება) (10 წუთი)
მასწავლებელი შეაჯამებს ,,ქართული დარბაზის” თემას. მოსწავლეები გამოხატავენ
საკუთარ განწყობილებას, ემოციასა და დამოკიდებულებებს, მოახდენენ შესწავლილი მასალის
შეფასებას.დაგეგმავენ ,, ღია გაკვეთილებს’’
სხვადასხვა მუზეუმებში კვლევა- ძიების გაგრძელების მიზნით. მიეცემათ საშინაო დავალება
-,,მეამაყება რომ ვარ ქართველი”
|
|||
შეფასება
|
გამოყენებული იქნება განმსაზღვრელი შეფასების ფორმები: (პ/ჩ, ჩ, წ/ჩ), სტიკერები. განმავითარებელი შეფასება -კომენტარი. თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
დაკვირვება ერთერთ მოსწავლეზე: ,,ანალიტიკური და ჰოლისტური” ერთიანი შეფასების სქემა.
( იხ, ბმული) თვითშეფასების
მიზნით გავაკეთებ CVOT ანალიზს და გამოვკვეთავ პროექტის ძლიერ და სუსტ მხარეებს.
|
|||
საკლასო მენეჯმენტი (საგანმანათლებლო რესურსები)
|
კომპიუტერი, პროექტორი, ციფრილი ფოტოაპარატი,
ინტერნეტ რესურსები,ფურცლები, მარკერები, ფანქრები, ფლომასტერები.
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა)
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის.
ქართული ენა ვ. როდონაია.
ქართული მითოლოგია.
,,მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის”.
ქართული მითების სამყარო.
|
|||
Subscribe to:
Comments (Atom)