Sunday, August 4, 2013

პორტფოლიო

მოკლედ ჩემ შესახებ

დამთავრებული მაქვს თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო  პედაგოგიური უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია: დაწყებითი კლასების მასწავლებელი,მაქვს მაგისტრის ხარისხი და პედაგოგად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ამჟამად ვმუშაობ თბილისის ისანი-სამგორის რაიონი#217-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების  მასწავლებლად. 2011 წელს გავედი სასერთიფიკაციო გამოცდებზე და გავხდი სერთიფიცირებული პედაგოგი.  საფუძვლიანდ ვარ გაცნობილი და ვიცი სამართლებლივი აქტები, მასწავლებლისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსი, ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი... ვარ  მიზანდასახული, კომუნიკაბელური ადამიანი. 
გავიარე კომპიუტერის შემსწავლელი კურსი სრულყოფილად ვფლობ საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Internet, Ofen Office, PowerPoint.. დამთავრებული მაქვს თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული პროექტის ,,ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის'' (I-IIდონე)  
 გავლილი მაქვს სსიპ „ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი „ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ ( I და II დონე),   ელექტრონული სწავლება 1:1 (ბუკის გამოყენებით)
2007 წელს განათლების სამინისტროს მიერ დაჯილდოებული ვარ სიგელით ,,წარმატებული მასწავლებელი"
ყოველთვის მზად ვარ სიახლეებისა და გამოწვევებისთვის და არ ვუშინდები არანაირ წამოწყებას. 2013 წელს მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა პროექტების კონკურსში „პარტიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“  .http://pilforum2013.k12.ge/ გაკვეთილი აიტვირთა საერთაშორისო პორტალზე, რომლის მისამართია  http://www.pil-network.com/Resources/LearningActivities/Details/b99a40c7-43c9-4269-95b4-6812ba52fcd1

No comments:

Post a Comment